თავში

კამბოჯაში პაციენტების უმეტესობა მეჩეთში დაინფიცირდა

კამბოჯაში პაციენტების უმეტესობა მეჩეთში დაინფიცირდა
კამბოჯაში პაციენტების უმეტესობა მეჩეთში დაინფიცირდა

კამბოჯაში, სადაც, ამ დროისთვის, კორონავირუსის 47 შემთხვევაა გამოვლენილი, პაციენტების უმეტესობა მალაიზიის ერთ-ერთ მეჩეთში დაინფიცირდა. ამის შესახებ გამოცემა Phnom Penh Post ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროზე წერს.

"თითქმის ყველა პაციენტი, რომელსაც ახლა კამბოჯაში კორონავირუსი აქვს, მალაიზიაში რელიგიურ ღონისძიებაში პირადად მონაწილებისას დაინფიცირდა, ან მათგან ვინც მასში მონაწილეობდა", - განაცხადეს კამბოჯას ჯანდაცვაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის უცხოელები, ტურისტებისგან დაინფიცირდნენ.

დღეს დილიდან ქვეყანაში ყველა მუზეუმი და პარკი დახურულია. დაკეტილია სასაზღვრო გადასასვლელები ვიეტნამთან.

კამბოჯას მიგრაციული სამსახური ვიეტნამის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არალეგალ მიგრანტებად ჩაითვლებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system