თავში

კამერუნში ავარიის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა

კამერუნში ავარიის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა
კამერუნში ავარიის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა

კამერუნში სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა და 21 მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სოფელ სანჩუსთან დილით მოხდა.

სატვირთო მანქანა საწვავით იყო დატვირთული და მის გადაზიდვას უკანონოდ აწარმოებდა. შეჯახების შედეგად ავტობუსს და შიგ მსხდომ მგზავრებს ცეცხლი მოეკიდა. სატვირთოს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მაღალი ხარისხის დამწვრობა აქვთ მიღებული. ზოგიერთი გარდაცვლილის ცხედარი კი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ამოცნობა შეუძლებელია.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system