თავში

კანადა ირანში ჩამოგდებული თვითმფრინავის გამოძიების პროცესში ჩაერთო

კანადა ირანში ჩამოგდებული თვითმფრინავის გამოძიების პროცესში ჩაერთო
კანადა ირანში ჩამოგდებული თვითმფრინავის გამოძიების პროცესში ჩაერთო

კანადელი სპეციალისტები ირანში იმყოფებიან და „უკრაინული ავიახაზების“ Boeing 737-800-ის ჩამოგდების ფაქტს შემთხვევის ადგილზე შეისწავლიან. ისინი "შავი ყუთების გაშიფრვის" პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

კანადის ტრანსპორტის მინისტრის, მარკ გარნოს განცხადებით, დელეგაციაში ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭოს ორი წევრი შედის. მათ კატასტროფის ადგილი მოინახულეს და ახლა თვითმფრინავის ნარჩენებს შეისწავლიან. მინისტრის თქმით, კანადელ სპეციალისტებს "შავი ყუთების"  მონაცემებზე მუშაობის საშუალება ჯერ არ მისცემიათ.

შეგახსენებთ, თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ირანის 82 მოქალაქე იყო.

ირანმა აღიარა უკრაინული თვითმფრინავის "ბოინგ 737-ის" შემთხვევით ჩამოგდება, რომელზეც 176 ადამიანი იმყოფებოდა და ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჰასან როჰანიმ ამ ფაქტს კატასტროფული შეცდომა უწოდა და ღრმა მწუხარება გამოთქვა. აღნიშნულ ფაქტს ირანში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system