თავში

კანადა საერთაშორისო დახმარებას ყოველწლიურად გაზრდის

​კანადა საერთაშორისო დახმარებას ყოველწლიურად გაზრდის
კანადა საერთაშორისო დახმარებას ყოველწლიურად გაზრდის

მომდევნო 10 წლის განმავლობაში კანადა საერთაშორისო დახმარებას ყოველწლიურად გაზრდის. ამის შესახებ ნათქვამია მანდატში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ ქვეყნის საერთაშორისო განვითარების მინისტრს, კარინე გულდს გადასცა.

"თქვენ კანადის საერთაშორისო დახმარების გაწევა მოგიწევთ, რომელიც 2030 წლამდე ყოველწლიურად გაიზრდება და გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მზადყოფნას ასახავს", - ნათქვამია დოკუმენტში.

ტრიუდო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დახმარების გაწევისას ფემინისტური პრინციპების გათვალისწინება აუცილებლად უნდა მოხდეს.

"განვითარებად ქვეყნებში ქალებისთვის შესაძლებლობები უნდა შეიქმნას", - განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system