თავში

კანადა სახიფათო ტვირთებით სავსე მატარებლებზე სიჩქარის შეზღუდვას აწესებს - VIDEO

კანადა სახიფათო ტვირთებით სავსე მატარებლებზე სიჩქარის შეზღუდვას
კანადა  სახიფათო ტვირთებით სავსე მატარებლებზე სიჩქარის შეზღუდვას აწესებს - VIDEO

კანადის ხელისუფლება სახიფათო ტვირთით დატვირთულ მატარებლებს, დროებით, სიჩქარის შეზღუდვას დაუწესებს. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც Canadian Pacific Railway Ltd-ის ნავთობით დატვირთული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ცეცხლი მოეკიდა.

ტრანსპორტის მინისტრის მარკ გარნუს განცხადებით, მომდევნო 30 დღის განმავლობაში, სიჩქარის ლიმიტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 40კმ/სთ იქნება, ქალაქის რაიონებში კი ის 32კმ/სთ-მდე შემცირდება.

გასაგებია, რომ ეს გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამის სანაცვლოდ ჩვენ უსაფრთხოება არ გავწიროთ“, - განაცხადა მინისტრმა.

კანადის ერთ-ერთი რეგიონი, რკინიგზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ნავთობით დატვირთული 30 ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ცეცხლი მოეკიდა. მიმდებარე რაიონებიდან მოსახლეობა მთლიანად ევაკუირებულია. ამ წუთებში ადგილზე სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, სადაც ავარიის შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ვაგონების ნაწილი გადაბრუნდა და ნავთობი მიწაზე იღვრება, სადაც ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. შავი კვამლი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში ჩანს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system