თავში

კანადაში 100-ზე მეტი ადამიანი რეკორდულ სიცხეს ემსხვერპლა

​კანადაში 100-ზე მეტი ადამიანი რეკორდულ სიცხეს ემსხვერპლა
კანადაში 100-ზე მეტი ადამიანი რეკორდულ სიცხეს ემსხვერპლა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის სხვადასხვა ქალაქში, პოლიციამ რეკორდული სიცხის შედეგად გარდაცვალების შესახებ ასზე მეტი შეტყობინება მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვანკუვერის პოლიციაში განაცხადეს, რომ 25 ივნისის შემდეგ, ტემპერატურის რეკორდული მატების შემდეგ უეცარი სიკვდილის შესეხებ 65 შერყობინება მიღეს. ქალაქ სურეიში ორშაბათს 20 ადამიანი გარდაიცვალა, სამშაბათს - კიდევ 18.

კანადაში, ქალაქ ლიტონში უკვე სამი დღეა რეკორდული სიცხე ფიქსირდება. თერმომეტრმა 29 ივნისს 49.5 გრადუსი აჩვენა. ეს კანადაში მაქსიმალური ტემპერატურის რეკორდია. სინოპტიკოსების ცნობით, წინა რეკორდი 45 გრადუსს შეადგენდა. ეს ტემპერატურა 1937 წლის 5 ივნისს, ქალაქ იელოუ გრასში დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system