თავში

კანადაში ახალი "ბრიტანული" შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა

კანადაში ახალი "ბრიტანული" შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა
კანადაში ახალი ბრიტანული შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა

კანადაში კორონავირუსის ახალი "ბრიტანული" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადება ონტარიოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, COVID-19-ის ახალი მუტაცია ინგლისიდან დაბრუნებულ ცოლ-ქმარს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ისინი თვითიზოლაციაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებიან.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რვა ქვეყანაში დაფიქსირდა.

ამასთან, COVID-19-ის ახალი გავრცელების შესახებ დღეს იაპონიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმაც დაადასტურეს.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ბრიტანულმა ცენტრმა COVID-19-ის ახალი შტამისათვის დამახასიათებელი დამატებითი ხუთი სიმპტომი გამოავლინა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია. ხოლო, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მუტირებული ვირუსი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე თავდაპირველი შტამი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system