თავში

კანადაში COVID-19-ის "სამხრეთ აფრიკული შტამი" დაფიქსირდა

კანადაში COVID-19-ის "სამხრეთ აფრიკული შტამი" დაფიქსირდა
კანადაში COVID-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამი დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც დეკემბერში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირდა, უკვე კანადაშიც გამოვლინდა. ამის შესახებ ალბერტის პროვინციის მთავარმა სანიტარულმა ოფიცერმა დენ ჰინშომ CBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კორონავირუსის "სამხრეთ აფრიკული შტამი" უცხოეთიდან დაბრუნებულ მამაკაცს დაუდასტურდა. ინფიცირებული ამ დროისათვის კარანტინშია მოთავსებული.

”მამაკაცი დაუყოვნებლივ იზოლირებულ იქნა. ის თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა ჰინშომ. მისი განცხადებით, ინფიცირებული პირის კონტაქტები სრულად არის შესწავლილი.

ცნობისთვის, "სამხრეთ აფრიკული შტამის" - 501.V2 ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები შვეიცარიაშიც დაფიქსირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system