თავში

კანადაში COVID-19-ის სამკურნალოდ პასიური იმუნიზაციის მეთოდს იყენებენ

კანადაში COVID-19-ის სამკურნალოდ ​
კანადაში COVID-19-ის სამკურნალოდ პასიური იმუნიზაციის მეთოდს იყენებენ

პასიური იმუნიზაციის უპირატესობა ის არის, რომ ლაბორატორიაში COVID-19 სამკურნალო საშუალების შემუშავება საჭირო არ არის, რადგან დონორის იმუნური სისტემა ამ სამუშაოს უკვე ასრულებს.   

კანადაში ფართომასშტაბიან პროექტზე სამუშაოდ, ძალები 50-ზე მეტმა სამედიცინო ცენტრმა გააერთიანა, რათა პასიური იმუნიზაციისთვის COVID-19-ისაგან უკვე განკურნებული პაციენტების სისხლის პლაზმა გამოიყენონ და პრეპარატი შექმნან. ამის შესახებ ინფორმაცია მონრეალის უნივერსიტეტმა გაავრცელა. 

ცნობილია, რომ როცა ინფიცირებული ადამიანი გამოჯანმრთელდება, შემდეგ მის სისხლში  ანტისხეულები ჩნდება, რაც ხელს უწყობს კონკრეტული ინფექციისადმი იმუნიტეტის გამომუშავებას. ექიმები ინფიცირებულებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან და როცა სიმპტომები მთლიანად გაქრება, პაციენტის პლაზმის გამოყენებას შემდეგ დაიწყებენ. 

ამ მეთოდის ეფექტურობა, კანადაში პაციენტთა მცირე ჯგუფში უკვე გამოვლინდა, ახლა კი ექიმებს იმედი აქვთ, რომ მყოველივე ეს ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. 

"პასიური იმუნიზაციის უპირატესობა ის არის, რომ კორონავირუსის მკურნალობისთვის წამლის გამოგონება საჭირო არ არის, რადგან ადამიანის იმუნურმა სისტემამ ეს უკვე გააკეთა", - ნათქვამია განცხადებაში. 

ახლა გამოწვევა პაციენტებისგან პლაზმის ასაღებად სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა და პარალელურად სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში ტესტების ჩატარებაა. 

ეპიდემიოლოგებმა ამ მეთოდს COVID-19-ის განკურნების მეთოდი უწოდეს. 

ინიციატორების თქმით ეს მკურნალობა ძველ ცოდნაზე დამყარებული გამართლებული მიდგომაა, რომელიც ხშირად ვაქცინის შექმნამდე გამოიყენება. მათ შორისაა ესპანური გრიპის პანდემია, რომელიც ქვეყანაში 100 წლის წინ გავრცელდა. მის შემდეგ კი მსგავსი სახის მკურნალობამ სიკვდილიანობის რიცხვი 75%-ით შეამცირა.  პასიური იმუნიზაციის მეთოდის ერთ-ერთი დადებითი მხარე კი ის არის, რომ  მსგავსი პანდემიის პროცესში, მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო პოტენციური დონორების რიცხვი იზრდება. 

ბოლო მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 1.8 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა,  მათ შორის 114.000 გარდაცვლილი, 423.000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელებულია. კანადის მონაცემებით ქვეყანაში 24.000 დაინფიცირებული და 717 გარდაცვლილია. 


 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system