თავში

კანადაში იარაღის გასაღება, იმპორტი და გამოყენება იკრძალება

კანადაში იარაღის გასაღება, იმპორტი და გამოყენება იკრძალება
კანადაში იარაღის გასაღება, იმპორტი და გამოყენება იკრძალება

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში ცეცხლსასროლ იარაღზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ BBC იუწყება.  

გამოცემის ცნობით, ახალი წესების თანახმად, იკრძალება 1,500 სახეობის იარაღის გაყიდვა, ტრანსპორტირება, იმპორტი და გამოყენება.

აკრძალვა ძალაში დაუყოვნებლივ შევა, თუმცა მოქალაქეები ორწლიანი ამნისტიის პერიოდით ისარგებლებენ, რომელიც იარაღის მფლობელებს საშუალებას მისცემს მათ საკუთრებაში არსებულ იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარონ. ტრიუდომ ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო მფლობელებისაგან იარაღის შესყიდვას უზრუნველყოფს.

აშშ-სგან განსხვავებით, იარაღის საკუთრების უფლება კანადის კონსტიტუციით არ არის დაცული, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღი ქვეყანაში მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

ტრიუდემ აღნიშნა, რომ იარაღის მფლობელების უმეტესობა კანონმორჩილ მოქალაქეებს წარმოადგენენ, თუმცა პრემიერმა აღნიშნა, რომ იარაღს სარგებლობის მოტანა არ შეუძლია და საზოგადოებისათვის საფრთხის მომტანად მიიჩნევა.

”იარაღი მხოლოდ ერთი განსაკუთებული მიზნისთვის შეიქმნა - დროის უმოკლეს პერიოდში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იმსხვერპლოს", - განაცხადა ტრიუდომ შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system