თავში

კანადაში ინდიელების სკოლასთან კიდევ ასობით საფლავი აღმოაჩინეს

​კანადაში ინდიელების სკოლასთან კიდევ ასობით საფლავი აღმოაჩინეს
კანადაში ინდიელების სკოლასთან კიდევ ასობით საფლავი აღმოაჩინეს

კანადის ქალაქ კამლუპსში, ინდიელთა სკოლა-ინტერნატის მახლობლად კიდევ ასობით უცნობი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა National Post წერს.

მაისის ბოლოს ცნობილი გახდა 215 ბავშვის ნეშტის აღმოჩენის შესახებ.

”ასობით უსახელო საფლავის საზარელი და შოკისმომგვრელი აღმოჩენა. იქ, სავარაუდოდ, ბავშვებია დამარხული. ჯამში მანამდე აღმოჩენილ რიცხვს ეს 3-ჯერ აღემატება", - აღნიშნავს ადგილობრივი ხელისუფლება.

აღინიშნა, რომ ეს არის ყველაზე დიდი უსახელო სამარხი კანადაში.

სკოლა1890-1978 წლებში ფუნქციონირებდა და კანადის ერთ-ერთი უმსხვილესი რეზიდენტი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო. მასში ერთდროულად 500-მდე ინდიელი ბავშვი იმყოფებოდა. ყოფილი მოსწავლეების თქმით, ბავშვები რეგულარულად ქრებოდნენ დაწესებულებიდან, მაგრამ სხვებს იმედი ჰქონდათ, რომ ისინი უბრალოდ გაიქცნენ.

1876 წელს კანადამ ინდიელთა შესახებ აქტი მიიღო, რომლის თანახმად, ფედერალური მთავრობის საჭიროებებისთვის მკვიდრი მოსახლეობის მიწების ჩამორთმევა იყო ნებადართული. ექვსი წლის შემდეგ, დოკუმენტს დაემატა ცვლილება სპეციალური სკოლების შექმნის შესახებ, რომლებსაც რეზიდენტული ეწოდებოდა.

ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებს კათოლიკური ეკლესია და მართავდა ინდიელი ბავშვები იქ იძულებით მიჰყავდათ, რათა კანადის საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია მომხდარიყო. აღინიშნა, რომ ბევრი სტუდენტი ფიზიკური, სექსუალური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი იყო. გარდა ამისა, ბავშვებს სამედიცინო დახმარებაზე წვდომა არ ჰქონდათ. სტატისტიკის თანახმად, ასეთ სკოლებში ცემისა და დაავადებების შედეგად, სულ მცირე, 4 ათასი მოსწავლე გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system