თავში

კანადაში ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალები უმცირესობის კაბინეტს დააკომპლექტებენ

კანადაში ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალები უმცირესობის კაბინეტს დააკომპლექტებე
კანადაში ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალები უმცირესობის კაბინეტს დააკომპლექტებენ

კანადაში მინისტრთა ახალ კაბინეტს, რომელიც სავარაუდოდ უმცირესობის კაბინეტი იქნება, პრემიერ ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალები დააკომპლექტებენ. საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერის პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, 338 საარჩევნო ოლქიდან 170 ხმა ვერ მიიღო. პრემიერ ჯასტინ ტრიუდოს პარტია156 ოლქში ლიდერობს, მაგრამ უმრავლესობის კაბინეტის ფორმირებისთვის 14 ხმა აკლდება.

46 წლის ჯასტინ ტრიუდოს საარჩევნო კამპანიის დროს მხარი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაუჭირა. იგი განიხილებოდა, როგორც მსოფლიო დემოკრატი ლიდერების ერთ-ერთი პროგრესული წარმომადგენელი, თუმცა, მისი ეს იმიჯი წლების წინ გაფერადებული სახით გადაღებულმა ფოტომ შელახა, რაც ტრიუდოს არჩევნების შედეგებზეც აისახა. პრემიერის პოპულარობა ასევე შეამცირა კიდევ ერთმა ფაქტორმა. გასულ თვეში, კანადის ეთიკურმა სადამკვირვებლო ჯგუფმა დაადგინა, რომ პრემიერ-მინისტრმა ინტერესთა კონფლიქტის ფედერალური კანონი დაარღვია, როდესაც კანადური საინჟინრო კომპანია „ესენსი-ლავალინის“ სისხლის სამართლის პროცესის დროს, ყოფილ მინისტრზე ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას.

საპარლამენტო არჩევნები კანადაში 21 ოქტომბერს ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system