თავში

კანადაში, სკოლა ინტერნატის მახლობლად 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს

კანადაში, სკოლა ინტერნატის მახლობლად 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს
კანადაში, სკოლა ინტერნატის მახლობლად 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს

კანადაში მდებარე ყოფილი სკოლა-ინტერნატის, Kamloops Indian Residential School-ის მახლობლად 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს. ამის შესახებ CNN იუწყება.

„ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე ნეშტების აღმოჩენის შესახებ ინფორმაციამ გული მატკინა. ეს ამბავი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბნელ და სამარცხვინო ნაწილს გვახსენებს“, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. 

როგორც სკოლის ერთ-ერთი ყოფილი მოსწავლე ჰარვი მაკლეოდი იხსენებს, სწავლის პერიოდში მისი არაერთი თანაკლასელი გაუჩინარდა, თუმცა ყველას იმედი ჰქონდა, რომ მათ უბრალოდ გაქცევა მოახერხეს.

Kamloops Indian Residential Schoo-ის სკოლა-ინტერნატი 1890 წელს გაიხსნა და 1969 წლამდე ფუნქციონირებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system