თავში

კანადაში ტყის ხანძრების ჩაქრობაში ჯარი ჩაერთვება

​კანადაში ტყის ხანძრების ჩაქრობაში ჯარი ჩაერთვება
კანადაში ტყის ხანძრების ჩაქრობაში ჯარი ჩაერთვება

დასავლეთ კანადაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 350 კანადელი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ჰარჯიტ საჯანმა "ტვიტერზე" დაწერა.

"ხანძარი პროვინციაში არსებულ დასახლებულ პუნქტებს კვლავ ემუქრება. დახმარების თხოვნის საპასუხოდ, ჩვენ კანადის შეიარაღებული ძალების 350 წევრს ვგზავნით. ისინი ბრიტანეთის კოლუმბიის სახანძრო დეპარტამენტს ხანძრის ჩაქრობაში და სიტუაციის მონიტორინგში დაეხმარებიან", - განაცხადა მინისტრმა.

ამ დროისთვის ბრიტანულ კოლუმბიაში ხანძრის რამდენიმე ასეული კერაა, რის გამოც 2,750 სახლის ბინადარმა ევაკუაციის ბრძანება მიიღო.

სტიქიასთან ბრძოლას ძლიერი ქარი და ძალიან მშრალი ამინდი ართულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system