თავში

კანადაში უცნობი სასიკვდილო დაავადება გამოავლინეს

​კანადაში უცნობი სასიკვდილო დაავადება გამოავლინეს
კანადაში უცნობი სასიკვდილო დაავადება გამოავლინეს

კანადაში ექიმები ტვინის მანამდე უცნობ დაავადებას იკვლევენ, რომელიც მეხსიერების დაკარგვას, ჰალუცინაციებსა და კუნთების ატროფიას იწვევს.

დაავადების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ექიმებისთვის განკუთვნილი ნიუ – ბრანსუიკის პროვინციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს გამაფრთხილებელი წერილი პრესაში მოხვდა. ჯანდაცვის უწყება ექიმებს უცნობი დაავადების შემთხვევების რეგისტრაციისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. სარეკომენდაციო წერილში საუბარი იყო კრეიტცფელდტ-იაკობის სასიკვდილო დაავადების მსგავს სიმპტომებზე, რომელიც თავისა და ზურგის ტვინის დაზიანებებს იწვევს.

კანადაში ამ დროისთვის უცნობი დაავადების 43 შემთხვევაა დაფიქსირებული. სასიკვდილო დაავადება პირველად 2015 წელს გამოვლინდა. 2019 წელს ეს დიაგნოზი 11 პირს დაუსვეს, 2020 წელს კიდევ 24 ადამიანი დაავადდა, რომელთაგან ხუთი გარდაიცვალა.

პაციენტებს ტკივილი, კრუნჩხვები, ქცევის ცვლილებები, შფოთვა ან დეპრესია აღენიშნებათ. წელიწადნახევრიდან სამი წლის განმავლობაში სიმპტომები პროგრესირებდა, ვლინდება კოგნიტური დარღვევები - კბილების კრაჭუნი, მეხსიერების დაკარგვა და კუნთების ატროფია აღინიშნება. ზოგიერთ შემთხვევაში ჰალუცინაციები ჩნდება.

დაავადების უმეტესი შემთხვევები აკადიის ნახევარკუნძულსა და ნიუ – ბრანსუიკის პროვინციის ქალაქ მონქტონში დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system