თავში

კანადაში ვიზიტორებს ვაქცინაციის მოწმობა დასჭირდებათ - ტრიუდო

კანადაში ვიზიტორებს ვაქცინაციის მოწმობა დასჭირდებათ - ტრიუდო
კანადაში ვიზიტორებს ვაქცინაციის მოწმობა დასჭირდებათ - ტრიუდო

კანადამ ქვეყანაში შემოსულ პირებს, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოწმობა მოსთხოვოს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

"მალე ჩვენს მთავრობას შეუძლია თქვას, რომ სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს, სამხრეთ ამერიკიდან, აზიიდან ან მსოფლიოს სხვა რეგიონების სტუმრებს შეუძლიათ, ეწვიონ კანადას, იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარადგენენ კორონავირუსზე ჩატარებულ ვაქცინაციის მტკიცებულებას", - განაცხადა ტრიუდომ.

მინისტრმა ვაქცინაციის მოწმობის შემოღების იდეას საერთაშორისო მოგზაურობისთვის გონივრული უწოდა. მან ასევე დაამატა, რომ კანადა ამ თემაზე საერთაშორისო საზოგადოებასთან უკვე მუშაობს.

შეგახსენებთ, კანადამ გასული წლის შემდეგ საზღვრები უცხოელების უმეტესობისთვის კვლავ დახურული დატოვა. ქვეყანაში შესვლის ნებართვას ძირითადად სოციალურად მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენლები, კერძოდ, ექიმები იღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system