თავში

კანადელი დეპუტატი ონლაინ შეხვედრის დროს სრულიად შიშველი გამოჩნდა - VIDEO

კანადელი დეპუტატი ონლაინ შეხვედრის დროს
კანადელი დეპუტატი ონლაინ შეხვედრის დროს სრულიად შიშველი გამოჩნდა - VIDEO

კანადელი დეპუტატი უილიამ ამოსი თემთა პალატის ონლაინ შეხვედრის დროს შიშველი გამოჩნდა. ამის ამსახველი ფოტოები კი ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. ინფორმაციას ამის შესახებ CTV Windsor ავრცელებს.

CTV Windsor- ს მიერ 15 აპრილს გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ დგას ამოსი სრულიად შიშველი კანადისა და კვებეკის დროშებს შორის.  

ინციდენტის შემდეგ, დეპუტატმა ბოდიში მოიხადა და Twitter-ზე დაწერა, რომ ეს შემთხვევითობა იყო.

გულწრფელად ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს. ვიდეო შემთხვევით ჩაირთო მაშინ, როდესაც სამუშაო კოსტიუმს ვცვლიდი. ეს აღარ განმეორდება, ”- განაცხადა ამოსმა.

ამოსს, სხვა დეპუტატებმა მეტი სიფხიზლისკენ მოუწოდეს, თუმცა ბევრმა ადამიანმა დეპუტატს მხარი დაუჭირეს და მიიჩნიეს, რომ კადრების გასაჯაროვება კონფერენციიდან კონფიდენციალურობის სერიოზული დარღვევა იყო. საინტერესოა, რომ 46 წლის უილიამ ამოსმა ასევე უამრავი კომპლიმენტი მიიღო მისი ფიზიკური მონაცემების გამო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system