თავში

კანადელმა მეცნიერებმა მცენარეულის წარმოშობის ვაქცინა შექმნეს

კანადელმა მეცნიერებმა მცენარეულის წარმოშობის ვაქცინა შექმნეს
კანადელმა მეცნიერებმა მცენარეულის წარმოშობის ვაქცინა შექმნეს

კანადელმა მოლეკულურმა ბიოლოგებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს, რომელიც მცენარეული წარმოშობის ვირუსის მსგავსი ნაწილაკებისგან შედგება. ის გამოსცადეს ორას მოხალისეზე, რომლებიც მონაწილეობდნენ კლინიკური კვლევების პირველ ფაზაში. ინფორმაციას ამის შესახებ Nature Medicine journal ავრცელებს.

პროფესორ უორდისა და მისი კოლეგების განმარტებით, ასეთი მიდგომა რადიკალურად ახალი არ არის - ის ფართოდ გამოიყენება გრიპის, B ჰეპატიტისა და პაპილომავირუსის ვაქცინების შექმნისას. ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ამცირებს ვაქცინაციის ღირებულებას, საშუალებას იძლევა მათი შენახვა შედარებით მაღალ ტემპერატურაზე მოხდეს (დაახლოებით 2-8 გრადუს ცელსიუსზე) და ამავე დროს, მცენარეული ვაქცინების შექმნა გაცილებით მარტივია.

მეცნიერებმა ვაქცინის ეფექტურობა შეისწავლეს ორას, 18-დან 49 წლამდე მოხალისეებზე, რომლებიც ცხოვრობენ მონრეალსა და კვებეკში. 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვაქცინის ერთჯერადი ინექციის შემდეგ,  ექსპერიმენტების მონაწილეთა დაახლოებით 60%-ში ანტისხეულების დიდი რაოდენობა გამოვლინდა.  ხოლო ვაქცინის მეორე ინექცის შემდეგ ანტისხეულები მონაწილეთა 91%-ს ჩამოუყალიბდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system