თავში

კანადელმა მომღერალმა Grimes-მა საკუთარი სხეულის შესახებ ისაუბრა

კანადელმა მომღერალმა Grimes-მა საკუთარი სხეულის შესახებ ისაუბრა
კანადელმა მომღერალმა Grimes-მა საკუთარი სხეულის შესახებ ისაუბრა

კანადელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა, ილონ მასკის შეყვარებულმა და მისი ვაჟის დედამ, კლერ ელის ბუშემ, რომელიც Grimes-ის სახელითაა ცნობილი, აღიარა, რომ ყურადღების მიქცევა მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით სურდა.

მომღერალმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ვიდეოთამაშ Cyberpunk 2077-ს ეძღვნება, სადაც ის Lizzy Wizzy-ის როლს ასრულებს. კომენტარებში მომღერალმა ისაუბრა საკუთარ სხეულზე, თუ როგორ შეიქმნა მსგავსი იმიჯი.

"რატომ დაიწყეთ უფრო სხვა სტილის სურათების გადაღება? თქვენი კარიერის დროს ფეხებს ძლივს აჩენდით, ამიტომ მაინტერესებს რა შეიცვალა", - ჰკითხა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

მან კი კომენტარის ავტორს ასე უპასუხა "ყოველთვის ვამბობდი, რომ 30 წლამდე არასოდეს გამოვიყურებოდი სექსუალურად და ა.შ. მე ნამდვილად ბევრი გადავიტანე, საკმაოდ ბევრ კრიტიკას ვიღებდი. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ თუ წარმატებული ვიქნებოდი, ეს მხოლოდ ჩემს ხელოვნებასთან იქნებოდა დაკავშირებული. ამიტომ, ყველანაირად ვცდილობდი, ყურადღება მხოლოდ შემოქმედების კუთხით მიმეპყრო. მე 2014 წელს ვთქვი, რომ მე მიყვარს ჩემი სხეული, ან ახლა გავაკეთებ იმას რაც მსურს, ან რომ დავბერდები", - განაცხადა მომღერალმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system