
კორონავირუსის პანდემიისა და კარანტინის პირობებში მოსწავლეები სკოლაში არ დადიან და სახლში არინ ჩაკეტილები. იმ დროს, როდესაც მშობლებიც დაკავებულები არიან, ბავშვებს საშინაო დავალების მომზადება ფაქტობრივად „სამზარეულოს მაგიდასთან“ უხდებათ.
კანადის პრემიერ-მინისტრი წუხს, რომ მოსწავლეებს ბევრ რთულ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი, რომელსაც ისინი ხშირად დამოუკიდებლად ვერ პოულობენ. კანადის პრემიერი, რომელიც ვიდრე პოლიტიკაში წავიდოდა და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი გახდებოდა, მასწავლებელი იყო. ჯასტინ ტრუდომ გადაწყვიტა, ძველი პროფესია გაიხსენოს და მზად არის, მოსწავლეებს დავალების მომზადებაში დაეხმაროს. ამის შესახებ პრემიერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„გამარჯობა მშობლებო. თუ თქვენს შვილებს გაუჭირდათ დავალების მომზადება, ნუ მოგერიდებათ, რომ მათი გზავნილი მომაწოდოთ, რადგან, როგრც მასწავლებელს, მინდა დაგეხმაროთ. გამაგებინეთ თუ რამე სირთულე იქნება. უპასუხეთ ამ ტვიტზე, ან გამოიყენეთ შეშთეგი #CanadaHomeworkHelp და ვნახოთ, რისი გაკეთება შემიძლია", - დაწერა ჯასტინ ტრუდომ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
Hey parents! If your kids are stuck on a homework question, feel free to pass this message along. Because as a teacher, I want to help out. Let me know what the difficult question is by replying to this tweet or using the hashtag #CanadaHomeworkHelp - and Iâll see what I can do. pic.twitter.com/MivkOaE8KM
— Justin Trudeau (@JustinTrudeau) May 10, 2020
მედეა ცხოვრებაძე
ავტორი