თავში

კანადის პრემიერმა რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა

კანადის პრემიერმა რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა
კანადის პრემიერმა რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრიუდო რასიზმის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილე მომიტინგეებს შეუერთდა და მათთან ერთად დაიჩოქა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ოტავაში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ქვეყნის მეთაურმა სოლიდარობის ნიშნად სამჯერ დაიჩოქა. 

პრემიერი აქციაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ქვეყანაში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო გამართულ დემონსტრაციაზე, კანადის პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით, საპროტესტო აქციის მონაწილე ქალი გარდაიცვალა.

გამოცემის ცნობით, როდესაც ტრიუდოს ჰკითხეს რას ფიქრობს ის დონალდ ტრამპის გეგმაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯარისკაცების გამოყენების შესახებ, კანადის პრემიერი 20 წამის განმავლობაში დუმდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ კანადელები აშშ-ში მოვლენათა განვითარებას შიშით აკვირდებიან.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დემონსტრაციები კანადის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system