თავში

კანაფის დეგუსტატორს თვეში 3 ათას დოლარს სთავაზობენ

​კანაფის დეგუსტატორს თვეში 3 ათას დოლარს სთავაზობენ
კანაფის დეგუსტატორს თვეში 3 ათას დოლარს სთავაზობენ

სამკურნალო კანაფის მწარმოებელი კომპანია American Marijuana, რომლის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, ეძებს ადამიანს, რომელიც ბლოგში პროდუქციაზე ობიექტურ შეფასებებს გამოაქვეყნებს. ვაკანსია კომპანიამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

ყოველ თვე ახალ თანამშრომელს კონტეინერს გაუგზავნია, რომელშიც კანაფის სხვადასხვა სახეობა იქნება მოთავსებული. მან შეფუთვა და პროდუქტის ეფექტი უნდა შეამოწმოს, დეგუსტაციის პროცესი კი ვიდეოკამერაზე ჩაწეროს. მის მიმოხილვას კი American Marijuana კომპანიის ბლოგზე გამოაქვეყნებს.

დეგუსტატორის ხელფასი 3 ათასი დოლარი იქნება.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ კანდიდატი იმ შტატში უნდა ცხოვრობდეს, სადაც სამედიცინო მარიჰუანა ლეგალიზებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system