თავში

კანარებზე ვულკანიდან წარმოქმნილი ბოლი საფრანგეთამდე და იტალიამდე მიაღწევს

კანარებზე ვულკანიდან წარმოქმნილი ბოლი საფრანგეთამდე და იტალიამდე მიაღწევს
კანარებზე ვულკანიდან წარმოქმნილი ბოლი საფრანგეთამდე და იტალიამდე მიაღწევს

ბოლი, რომელიც კანარების პალმას კუნძულზე ამოფრქვეული ვულკანის შედეგად წარმოიქმნა, ამ უქმეებზე საფრანგეთისა და იტალიის ტერიტორიამდე მიაღწევს. ინფორმაციას ამის შესახებ BFMTV ავრცელებს.

ატმოსფეროში გამოტყორცნილი აირების ღრუბელმა უკვე მაროკოს ნაწილი მოიცვა და ესპანეთს უახლოვდება.

ევროპული კოსმოსური სადამკვირვებლო პროგრამა Copernicus-ის პროგნოზების თანახმად, ღრუბელი მატერიკზე საფრანგეთის უკიდურეს სამხრეთს, კორსიკას, იტალიის კუნძულებს სარდინიასა და სიცილიას შეეხება.

ცნობისთვის, კანარის კუნძულ პალმაზე ტოდოკეს მუნიციპალიტეტი ფერფლშია დამარხული. ლავამ თითქმის ზღვამდე მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system