ბოლი, რომელიც კანარების პალმას კუნძულზე ამოფრქვეული ვულკანის შედეგად წარმოიქმნა, ამ უქმეებზე საფრანგეთისა და იტალიის ტერიტორიამდე მიაღწევს. ინფორმაციას ამის შესახებ BFMTV ავრცელებს.
ატმოსფეროში გამოტყორცნილი აირების ღრუბელმა უკვე მაროკოს ნაწილი მოიცვა და ესპანეთს უახლოვდება.
ევროპული კოსმოსური სადამკვირვებლო პროგრამა Copernicus-ის პროგნოზების თანახმად, ღრუბელი მატერიკზე საფრანგეთის უკიდურეს სამხრეთს, კორსიკას, იტალიის კუნძულებს სარდინიასა და სიცილიას შეეხება.
#Copernicus for #LaPalmaEruption
— Copernicus EU (@CopernicusEU) September 22, 2021
In addition to the lava flow, the #volcano is releasing a large amount of SO2 into the atmosphere.
Sulphur dioxide forecast provided by our Copernicus Atmosphere Monitoring Service #CAMS for 24 Sept at 9:00 UTC (visualisation by @Windycom) pic.twitter.com/1J7yHeboAx
ცნობისთვის, კანარის კუნძულ პალმაზე ტოდოკეს მუნიციპალიტეტი ფერფლშია დამარხული. ლავამ თითქმის ზღვამდე მიაღწია.