თავში

კანარებზე ვულკანმა ლავის ამოფრქვევა შეწყვიტა

​კანარებზე ვულკანმა ლავის ამოფრქვევა შეწყვიტა
კანარებზე ვულკანმა ლავის ამოფრქვევა შეწყვიტა

კანარის პალმას კუნძულზე ვულკანმა ლავის ამოფრქვევა, ასევე ბოლისა და ფერფლის გავრცელება შეწყვიტა. ინფორმაციას El Pais ავრცელებს.

ტრემორი ერთკვირიან მინიმუმამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ ზედაპირისკენ მოძრაობისას მაგმას ნაკლები წინააღმდეგობა აქვს.

"ბოლო საათებში აქტივობა პალმაზე მნიშვნელოვნად შემცირდა. საჭიროა ყურადღებით დაკვირვება, რადგან სიტუაცია, შესაძლოა, სწრაფად შეიცვალოს", - განაცხადეს მადრიდის დედამიწის მეცნიერებათა ინსტიტუტში. 

ცნობისთვის, კანარის კუნძულ პალმაზე ტოდოკეს მუნიციპალიტეტი ფერფლშია დამარხული. ლავამ თითქმის ზღვამდე მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system