თავში

კანარის კუნძულებზე ტოქსიკური ღრუბლები გამოჩნდა - VIDEO - განახლებულია

​კანარის კუნძულებზე ტოქსიკური ღრუბლები გამოჩნდა - VIDEO - განახლებულია
კანარის კუნძულებზე ტოქსიკური ღრუბლები გამოჩნდა - VIDEO - განახლებულია

ესპანეთის კუნძულ პალმაზე ამოფრქვეული ვულკანის ლავამ ატლანტის ოკეანეს მიაღწია, რის შედეგადაც წყალთან შეხებისას ტოქსიკური აირის ღრუბლების ფორმირება მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეცნიერების თქმით, ტოქსიკურმა აირმა, შესაძლოა, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს - გააღიზიანოს კანი და თვალები და გავლენა მოახდინოს სასუნთქ სისტემაზე.

ასევე არსებობს შეშფოთება, რომ სანაპირო ზოლის ნაწილი ჩამოიშლება.

-09:55-

კანარის პალმას კუნძულზე ამოფრქვეული ვულკანის ლავამ ოკეანეს მიაღწია. ინფორმაციას გაზეთი El País ავრცელებს.

ლავას მარილიან წყალთან კონტაქტმა მავნე აირების გამოტყორცნა გამოიწვია.

სააგენტო EFE განმარტავს, რომ ლავამ წყალში ჩაშვება ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე დაიწყო. გაზეთ El País წერს, რომ უსაფრთხოების მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გემების აკვატორიაში შესვლა თითქმის 4 კმ მანძილზე აუკრძალა.

ცნობისთვის, კანარის კუნძულ პალმაზე ტოდოკეს მუნიციპალიტეტი ფერფლშია დამარხული

დამწვარია 154 ჰექტარი მიწა, 300-ზე მეტი სახლი განადგურებულია.

საცხოვრებლის დატოვება 6 ათასამდე ადამიანს მოუწია.

კანარის ვულკანოლოგიის ინსტიტუტის პროგნოზით, ამოფრქვევა, შესაძლოა, 24-დან 84 დღემდე გაგრძელდეს.

პარლაზე ვულკანის ამოფრქვევისას ლავის სიმაღლე 12 მეტრს აღწევს.

ზარალმა €400 მილიონს უკვე გადააჭარბა.

მთელ საკურორტო ზონას განადგურება ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system