თავში

კანიე უესტის საპრეზიდენტო კამპანიისთვის $13.2 მილიონი დაიხარჯა

კანიე უესტის საპრეზიდენტო კამპანიისთვის $13.2 მილიონი დაიხარჯა
კანიე უესტის საპრეზიდენტო კამპანიისთვის $13.2 მილიონი დაიხარჯა

რეპერი კანიე უესტის საპრეზიდენტო კამპანიისათვის ჯამში 13.2 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. ამის შესახებ გამოცემა The People წერს.

გამოცემის ცნობით, მომღერალმა თანხის უდიდესი ნაწილი, კერძოდ 12 მილიონი საკუთარი ქონებიდან გაიღო, ხოლო დარჩენილი თანხა, 1.2 მილიონის ოდენობით, შემოწირულობებით მოგროვდა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ კანიემ მხოლოდ The New York Times-ში გამოქვეყნებულ რეკლამაში 210 544 აშშ დოლარი დახარჯა.

თუმცა, რამდენიმე მილიონიანი საპრეზიდენტო კამპანიის მიუხედავად, რეპერმა არჩევნებში მხოლოდ 66 000 ხმა მოაგროვა. 

43 წლის რეპერის, კანიე უესტის განცხადებით, მისი მოწოდებაა, რომ "თავისუფალი სამყაროს ლიდერი გახდეს".

”მე მჯერა, ჩემი მოწოდებაა, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერი გავხდე. მე მოძღვარი ვარ, მყავს ჩემი აუდიტორია ჰიპ-ჰოპში, მუსიკაში, ვარ გავლენიანი ადამიანი, მამა და ქმარი - ამისათვის უკეთესი დრო არ იქნებოდა. ამას იმისთვის არ ვაკეთებ, რომ ტრამპი ან ბაიდენი ჩამოვაგდო - მე აქ იმიტომ ვარ, რომ ამ თანამდებობის დაკავებისკენ ღმერთმა მომიწოდა” , - აცხადებდა იგი.

კანიე უსტმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გასული წლის 5 ივლისს განაცხადა. ხოლო, 16 ივლისს ოკლაჰომის შტატის საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system