თავში

კანში პანიკის დროს ათობით ადამიანი დაშავდა - VIDEO

​კანში პანიკის დროს ათობით ადამიანი დაშავდა
კანში პანიკის დროს ათობით ადამიანი დაშავდა - VIDEO

 საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანში, კრუაზეტის სანაპიროზე სროლის შესახებ ინფორმაციას მასობრივი პანიკა მოჰყვა. ადამიანები ანგარიშმიუცემლად გარბოდნენ და ერთმანეთი გადათელეს. ადგილზე 100-მდე მეხანძრე იყო მობილიზებული. 44 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ქალაქის მერის დევიდ ლინარის განცხადებით, პანიკა ერთ ფრაზას მოჰყვა.

" კანში არც ცეცხლსასროლი იარაღით სროლას ჰქონია ადგილი, არც ვინმე შეშლილი გამოჩენილა. ეს იყო კოლექტიური სიგიჟის საუკეთესო მაგალითი, მას შემდეგ,  რაც ვიღაცამ დაიძახა, "ისვრიან", - დაწერა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ქალაქის მერმა. 

 

ინციდენტის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა და პოლიციას არავინ დაუკავებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system