თავში

კანზასის გზაზე ნაპოვნი აქლემის, ძროხისა და ვირისთვის შობა ნაადრევად დადგა

კანზასის გზაზე ნაპოვნი აქლემის,
კანზასის გზაზე ნაპოვნი აქლემის, ძროხისა და ვირისთვის შობა ნაადრევად დადგა

ეს ბიბლიური სცენა არ არის, ეს უბრალოდ დამთხვევაა. კანზასში ძროხა, ვირი და აქლემი საკუთარი ფერმისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდნენ. ისინი საბალახოდ იყვნენ გამოსულები და დროებით თავიანთ მეგობარ, ფერმის შინაურ ცხოველებს ჩამოშორდნენ, რათა პატრონთან დაბრუნებამდე, დროებითი თავისუფლების სიამოვნებით დამტკბარიყვნენ. 

ისინი ზუსტად ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ბიბლიურ სიუჟეტში იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე მათი თანამოძმენის მოგზაურობაა აღწერილი. 

პოლიციის კაპიტნის, ლენს ბიგლის განცხადებით, ისინი საკუთარი ფერმებიდან ცალ-ცალკე გაიქცნენ, თუმცა, რადგან ეს ერთადერთი თავისუფალი გზა აღმოჩნდა ერთმანეთის თანამგზავრები გახდნენ. სამწუხაროდ უცნაურ ტრიოს „ჩრდილოეთის ვარსკვლავისკენ“ სიარულით ტკბობა დიდ ხანს არ გაუგრძელდა, რადგან ისინი სამართალდამცავებმა მალევე აღმოაჩინეს.

პოლიციამ განაცხადა: „თუ მათი პატრონები არ გამოჩნდებიან, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შობა ნაწილობრივ გაცოცხლდა“.

ცხოველების მფლობელი, რომლის ვინაობა ჯერ არ სახელდება, ნაპოვნია. პოლიციას ცხოველების პატრონისათვის მალე დაბრუნება სურს, რადგან გზაზე სეირნობისას მათ სიცოცხლეს შეიძლება დიდი საფრთხე დაემუქროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system