თავში

კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე პირველი განაჩენი გამოიტანეს

​კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე პირველი განაჩენი გამოიტანეს
კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე პირველი განაჩენი გამოიტანეს

49 წლის ქალს ინდიანიდან კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე პირველი განაჩენი გამოუტანეს. ამის შესახებ Huffington Post წერს.

ანა მორგან-ლოიდს 3-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, ასევე ამ პერიოდში მას იარაღის ფლობა ეკრძალება. ქალმა 120-საათინი საზოგადოებრივი სამუშაო უნდა შეასრულეს და 500 დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხაროს. მორგან-ლოიდმა ბრალი აღიარა.

"მინდა, ბოდიში მოვუხადო სასამართლოს, ამერიკელ ხალხსა და ჩემს ოჯახს. მე იქ ვიყავი, რათა პრეზიდენტ ტრამპისთვის მხარდაჭერა მშვიდობიანად გამომეხატა და მე მრცხვენია, რომ ეს ძალადობაში გადაიზარდა. არასოდეს ვიქნებოდი იქ, რომ მცოდნოდა, როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი", - განაცხადა ქალმა სასამართლოში.

6 იანვარს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ, კაპიტოლიუმის შტურმი და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კენჭისყრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირებას 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი ემსხვერპლა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, 252 ხმით 175-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system