თავში

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ პოლიციელმა თავი მოიკლა

​კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ პოლიციელმა თავი მოიკლა
კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ პოლიციელმა თავი მოიკლა

კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერმა, ჰოვარდ ლიბენგუდმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს.

10 იანვარს ვაშინგტონის ხელისუფლებამ გამოაცხადა 51 წლის პოლიციელის გარდაცვალების შესახებ, რომელიც აშშ-ს კონგრესში მომხდარი არეულობების აღკვეთაში მონაწილეობდა. მაშინ გარდაცვალების მიზეზი დასახელებული არ იყო. ცნობილია, რომ იგი მოვალეობის შესრულების დროს არ გარდაცვლილა.

Associated Press-ის წყაროების თქმით, ლიბენგუდი "აშკარა თვითმკვლელობის" შედეგად გარდაიცვალა. ამავე დროს, უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ეს 6 იანვრის მოვლენებსა და კაპიტოლიუმის შტურმთან.

ოფიცერი ჰოვარდ ლიბენგუდი აშშ-ს სენატის სამმართველოში 2005 წლიდან მსახურობდა. კაპიტოლიუმს 1980-იან წლებში კი მისი მამა იცავდა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა, რომლის თანახმად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოცხადდა. ყოველივე ამის ფონზე, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system