თავში

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ თანამდებობა 70-მა პოლიციელმა დატოვა

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ თანამდებობა 70-მა პოლიციელმა დატოვა
კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ თანამდებობა 70-მა პოლიციელმა დატოვა

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ თანამდებობა 70-ზე მეტმა პოლიციელმა დატოვა. 

კაპიტოლის საპოლიციო კავშირის თავმჯდომარემ, გუს პაპატანასიუმ განაცხადა, რომ პოლიციელები 6 იანვრის მოვლენების შემდეგ ტრავმირებულები არიან და ამ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ.

"პოლიციის ბევრ თანამშრომელს ეჭვი ეპარება, დარჩება თუ არა ამ განყოფილებაში”, - აღნიშნა პაპატანასიუმ.

6 იანვარს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ, კაპიტოლიუმის შტურმი და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კენჭისყრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირებას 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი ემსხვერპლა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, 252 ხმით 175-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system