თავში

კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე 280 ადამიანია დაკავებული

კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე 280 ადამიანია დაკავებული
კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე 280 ადამიანია დაკავებული

6 იანვარს, დემონსტრანტების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ხელისუფლებამ 280 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ გამოცემა The Hill იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ბრალი თავდაპირველად 300-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა წაყენებული. ამ ეტაპისათვის გამოძიება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ სამართლიანობა აღდგება და კანონის წინაშე ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა. 

The Washington Post-ის ცნობით, კაპიტოლიუმზე ვაშინგტონის არეულობების შედეგად მიყენებული ზარალი 500 მილიონს აღემატება. შენობის აღსადგენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი დოლარი გამოიყო. 

შეგახსენებთ, 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცება მიმდინარეობდა. დემონსტრანტებმა ჩაშალეს სხდომა და დაარბიეს კაპიტოლიუმის შენობა. დაპირისპირებას 5 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system