თავში

კაპიტოლიუმთან ინციდენტისას დაჭრილი პოლიციელი და მძღოლი გარდაიცვალნენ

კაპიტოლიუმთან ინციდენტისას დაჭრილი პოლიციელი და მძღოლი გარდაიცვალნენ
კაპიტოლიუმთან ინციდენტისას დაჭრილი პოლიციელი და მძღოლი გარდაიცვალნენ

აშშ-ის კაპიტოლიუმთან მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

დღეს კაპიტოლიუმთან ავტომობილი პოლიციელებს დაეჯახა. მანქანის მძღოლი მანქნიდან გადმოვიდა და პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა. სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.

ინციდენტის შედეგად, ორი პოლიციელი და ბოროტმოქმედი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომობილის მძღოლი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ კი პოლიციელის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. 

ამჟამად კაპიტოლიუმი და მიმდებარე ქუჩები ჩაკეტილია. ადგილზე ეროვნული გვარდია და პოლიციაა მობილიზებული. კაპიტოლიუმი დაკეტილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system