თავში

კარანტინის დროს აშშ-ში სუიციდმა იმატა

კარანტინის დროს აშშ-ში სუიციდმა იმატა
კარანტინის დროს აშშ-ში სუიციდმა იმატა

აშშ-ში COVID-19-ით გამოწვეულმა კარანტინმა თვითმკვლელობის შემთხვევები გაზარდა.

კალიფორნიის, ჯონ მუირის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტებმა, განაცხადეს, რომ მსგავსი რაოდენობის სუიციდს შემთხვევა და მცდელობა დიდი ხანია არ უნახავთ.

”ასეთ მოკლე დროში, ჩვენ არასდროს გვინახავს მსგავსი ციფრები. ვგულისხმობ, რომ ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ერთი წლის თვითმკვლელობის მცდელობის შედეგები", - განაცხადა სამედიცინო პერსონალმა.

მარტის ბოლოს, ტენესის ერთ-ერთ შტატში სუიციდით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე კორონავირუსით.

ექიმების თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი სტრესი, გადამეტებული ალკოჰოლის, ნარკოტიკისა და სხვადასხვა მედიკამენტის მოხმარებაა.

აშშ-ში დაახლოებით 500-ზე მეტმა ექიმმა მოაწერე ხელი წერილს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნეს. სამედიცინო პერსონალის თანამშრომლები მთავრობას მოუწოდებენ, სასწრაფოდ გააუქმონ შეზღუდვები, რადგან ეს მოქალაქეებზე უარყოფითად აისახება.

”მილიონობით ადამიანს, რომლებიც ჩაკეტილები არიან, აქვთ სხვადასხვა სახის პრობლემები, ალკოჰოლიზმი, უსახლკარობა, თვითმკვლელობა, გულის შეტევა, ინსულტი ან თირკმლის უკმარისობა. ახალგაზრდებში ხშირია მსგავსი პრობლემები, როგორიცაა ფინანსურ არასტაბილურობა, უმუშევრობა, სასოწარკვეთა, ნარკომანია, დაუგეგმავი ორსულობები, სიღარიბე და ძალადობა",- ნათქვამია წერილში.

პრეზიდენტის წერილს არაერთი მაღალჩინოსანი გამოეხმაურა. მათ შორისაა ექიმი ენტონი ფაუჩი, რომელიც ამბობს, რომ ჩქარი ნაბიჯების გადადგმა ქვეყანას დააზიანებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system