თავში

კარანტინში მყოფი საკრუიზო გემის მესამე მგზავრი გარდაიცვალა

კარანტინში მყოფი საკრუიზო გემის მესამე მგზავრი გარდაიცვალა
კარანტინში მყოფი საკრუიზო გემის მესამე მგზავრი გარდაიცვალა

იაპონიის ქალაქ, იოკოჰამას პორტში მდებარე Diamond Princess საკრუიზო გემის კიდევ ერთი მგზავრი გარდაიცვალა ახალი ტიპის კორონავირუსით. ამის შესახებ იაპონიის ეროვნული სამაუწყებლო კომპანია NHK იტყობინება.

მაუწყებლის ცნობით, გარდაცვლილი 80 წლის იაპონიის მოქალაქე მამაკაცია, რომელიც საკრუიზო გემიდან, მკურნალობის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, Diamond Princess საკრუიზო გემის ორი გარდაცვლილი მგზავრის შესახებ.

ბოლო მონაცემებით, საკრუიზო გემის 634 მგზავრია კორონავირუსით ინფიცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system