თავში

კარიბის ზღვის კუნძულებზე ქარიშხლების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა - PHOTO

კარიბის ზღვის კუნძულებზე ქარიშხლების შედეგად 12 ადა
კარიბის ზღვის კუნძულებზე ქარიშხლების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა - PHOTO

კარიბის ზღვის კუნძულებს ორი ქარიშხალი - მარკო და ლორა დაატყდა თავს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორმა ქარიშხალმა 9 ადამიანი ჰაიტიზე, 3 კი დომინიკის რესპუბლიკაში იმსხვერპლა. ძლიერმა წვიმამ ასევე კუბასა და აშშ-ის პუერტო რიკოს ტერიტორიას შეუტია.

სინოპტიკოსების თქმით, ქარიშხალი ლორა, შესაძლოა, ლუიზიანას აღმოსავლეთით დაიძრას და ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს ორი ქარიშხალი ერთად დაატყდა თავს. 

დომინიკის რესპუბლიკაში სტიქიურმა უბედურებამ 200 სახლი დააზიანა, ხოლო 1 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system