თავში

ქარიშხალ იდას 2 ადამიანი ემსხვერპლა

​ქარიშხალ იდას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ქარიშხალ იდას 2 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ლუიზიანას შტატში ქარიშხალ "იდას“ შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი გარდაიცვალა. შტატის გუბერნატორი, ჯონ ბელ ედვარდი აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

ლუიზიანაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველებს ავიაციაც ეხმარება. ამასთან, მთავრობამ ეროვნული გვარდიის 5 000-მდე ჯარისკაცი განალაგა, დღეს კი ამ რაოდენობის გაორმაგება იგეგმება.

ნიუ-ორლეანსა და მის შემოგარენში 1 მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ბიზნეს ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და მის აღდგენას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება.

ცნობისთვის, ქარიშხალი "იდა", რომელმაც 29 აგვისტოს ღამით აშშ-ის შტატ ლუიზიანას დაატყდა თავს, ტროპიკულ შტორმამდე შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system