
ქარიშხალმა "პამელამ" მექსიკის ტერიტორიის თავზე ძალა დაკარგა და ტროპიკულ ქარიშხლად გადაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.
სპეციალისტების მონაცემებით, ატმოსფერული მოვლენის ცენტრი ამჟამად დურანგოს შტატის თავზე მდებარეობს. ქარიშხალი ჩრდილო-აღმოსავლეთით 10.2 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს.
რეგიონის ზოგიერთ რაიონში ძლიერმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.