თავში

ქარიშხალმა ავსტრიაში გადაინაცვლა, ევროპაში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ქარიშხალმა ავსტრიაში გადაინაცვლა, ევროპაში შტორმის შედეგად დაღუპულთა
ქარიშხალმა ავსტრიაში გადაინაცვლა, ევროპაში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ძლიერი ქარისა და გადაუღებელი წვიმების შედეგად, რომელიც ევროპაში შტორმ "კიარას" ახლდა თან, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა.

მსხვერპლია პოლონეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, სლოვენიაში, გერმანიასა და ჩეხეთში.

ამოგლეჯილმა ხეებმა გზები და სარკინიგზო ხაზები გერმანიასა და ავსტრიაში ჩახერგა.

დღეს დილით შტორმმა ავსტრიაში გადაინაცვლა. გზების გაწმენდაზე 400-მდე მაშველი და მეხანძრე მუშაობდა.

გერმანიის რკინიგზის ოპერატორმა Deutsche Bahn, რომელმაც გუშინ დიდ მანძილზე მატარებლების მოძრაობა შეაჩერა, დღეს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ განაცხადა. შეზღუდვები მხოლოდ სამხრეთ რეგიონებში მოქმედებს, სადაც ძლიერი ქარი მძვინვარებს.

დღეს დილით სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგა.

გერმანელი მეტეოროლოგების თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე ძლიერი ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. წვიმებია ნავარაუდევი საფრანგეთსა და ბელგიაშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system