თავში

ქარიშხალმა ბრაზილიაში ნახევარი მილიონი მოსახლე დააზარალა - VIDEO

​ქარიშხალმა ბრაზილიაში ნახევარი მილიონი მოსახლე დააზარალა
ქარიშხალმა ბრაზილიაში ნახევარი მილიონი მოსახლე დააზარალა - VIDEO

ბრაზილიაში, ქარიშხლის შედეგად, ნახევარი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

სანტა კატარინას შტატში ქარი წამში 30 მეტრის სიჩქარით მოძრაობდა. 

სტიქიას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი კაცი ქარმა ხიდიდან გადააგდო, ერთი - შენობის ნანგრევებში მოჰყვა, ერთი ქალი კი წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.

ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.

მანამდე სამხრეთ ბრაზილიაში რეკორდული მასშტაბის - 704 კილომეტრზე გადაჭიმული ელვა დაფიქსირდა. ეს, მსოფლიო მასშტაბით, წამის განმავლობაში ყველაზე გრძელი გაელვება იყო.     

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system