თავში

ქარიშხალმა "სალიმ" აშშ-ში კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია

​ქარიშხალმა "სალიმ" აშშ-ში კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია
ქარიშხალმა სალიმ აშშ-ში კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია

აშშ-ის ალაბამას, ფლორიდისა და მისისიპის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქარიშხალმა "სალიმ" ქვეყნის სამხრეთში კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია. ლუიზიანა, სადაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა აღდგენითი სამუშაოები გასულ თვეში მოვარდნილი ქარიშხალი "ლაურას" შემდეგ, ახალი სტიქიის მოლოდინშია.

დატბორილია გზები და საცხოვრებელი სახლები. ალაბამასა და ფლორიდაში 200 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შტორმი ნელა მიიწევს წინ, რაც იმას ნიშნავს, რომ წვიმა კარგა ხანს არ გადაიღებს. 240 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა ქარმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა შედარებით შენელდა, თუმცა მანამდე სერიოზული ზარალი მიაყენა სამხრეთის შტატებს.

"სალის" საკმაოდ რთული ხასიათი აქვს, რაც არც თუ ისე ადვილ ამოსაცნობია. ეს მის შენელებულ მოძრაობაში გამოიხატება, რაც წყალდიდობას კიდევ უფრო აძლიერებს", - აცხადებს ქარიშხლების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ედ რაპაპორტი.

ქარიშხალი "სალი" "ლაურას" შემდეგ რამდენიმე კვირაში განვითარდა, თუმცა ამ დროისთვის ატლანტიკის ოკეანეში კიდევ 4 ტროპიკული შტორმი "პოლეტი", "რენე", "ტედი" და "ვიკი" ცირკულირებს. თუ მეხუთე შტორმსაც სახელი ოფიციალურად დაარქვეს, შემდეგი ქარიშხლების დასახელება უკვე ბერძნული ანბანის მიხედვით დაიწყება.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system