თავში

კაროლინაში მამაკაცმა ორი შემთხვევითი ბილეთით ორი ჯეკპოტი მოიგო

კაროლინაში მამაკაცმა ორი შემთხვევითი ბილეთით ორი ჯეკპოტი მოიგო
კაროლინაში მამაკაცმა ორი შემთხვევითი ბილეთით ორი ჯეკპოტი მოიგო

ჩრდილოეთ კაროლინაში მამაკაცმა, რომელიც არ იყო დარწმუნებული იყიდა თუ არა ლატარიის ბილეთი, ორი ჯეკპოტი მოიგო.

"ვცდილობდი შემევსო ლატარიის ბილეთი. ამ დროს საწოლში ვიწექი და თან კალათბურთის თამაშს ვუყურებდი ტელევიზორში. არც კი მახსოვს, შევავსე თუ არა საბოლოოდ", - თქვა სკოტი ტომასმა. 

"მეორე დილით, როგორც კი ავდექი მაშინვე შევავსე ბილეთი. მომდევნო დღით ჩემმა შვილმა მკითხა, რატომ იყო თანხა ორჯერ მოჭრილი, მე გავიაზრე, რომ როგორც ჩანს, ლატარიაში ორჯერ ვითამაშე. აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვიგეთ ორჯერ $25 000 ჩვენი ცხოვრების ყველა თვის განმავლობაში.

ლატარიის კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი გათამაშებული თანხაა. პირველ ადგილზე 1 000 დოლარიანი ყოველდღიური მოგებაა, რომელიც გამარჯვებულს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერიცხება. 

"როცა მივხვდი, რომ მოვიგე, უბრალოდ იატაკზე დავწექი, რადგან არ ვიცოდი, რა მექნა. მე არ მჯეროდა. ეს ღვთის დალოცვაა",- თქვა ტომასმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system