თავში

ქართველი კანონიერი ქურდები ანტალიაში ერთმანეთს შეხვდნენ

ქართველი კანონიერი ქურდები ანტალიაში ერთმანეთს შეხვდნენ
ქართველი კანონიერი ქურდები ანტალიაში ერთმანეთს შეხვდნენ

რუსული მედიის ცნობით, კანონიერი ქურდები, მერაბ ჯანგველაძის კლანის წევრები 1 ივლისს ანტალიაში შეიკრიბნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა შეხვედრამ, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს  "კრიმინალური სამყაროს ლიდერის" - 67 წლის კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის  რეპუტაციას.

მედიის ინფორმაციით, "კანონიერი ქურდების" განხილვის მთავარი თემა იყო კალაშოვის როლი დაურ გუბლიას კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელსაც ტიტული 7 წლით ჩამოერთვა, ხოლო 2013 წელს კვლავ აღუდგა. "კანონიერმა ქურდებმა" ასევე განიხილეს კალაშოვთან დაკავშირებული კონფლიქტი გურამ ჩიხლაძის, იგივე „კვეჟოვიჩის“ საქმეზე, რომელიც გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ ნადირ სალიფოვის გარემოცვას დაუპირისპირდა.

შაქრო კალაშოვს "კანონიერი ქურდები" ღალატში ადანაშაულებენ. მათი თქმით, კალაშოვი ცივსისხლიანად აკვირდებოდა  დაურ გუბლიას ცემას და კონფლიქტის დროს ცინიკურად იღიმოდა.

"კანონიერი ქურდების" შეკრებას ესწრებოდნენ, აკაკი ლანდია, მერაბ ბახია, ირაკლი ყალიჩავა, ელგუჯა დიღმელაშვილი, ნოდარ მაჭარაშვილი და სხვები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system