თავში

კაშალოტის კუჭში 100 კგ-ზე მეტი ნაგავი აღმოაჩინეს

კაშალოტის კუჭში 100 კგ-ზე მეტი ნაგავი აღმოაჩინეს
კაშალოტის კუჭში 100 კგ-ზე მეტი ნაგავი აღმოაჩინეს

შოტლანდიის სანაპიროსთან მკვდარი კაშალოტი იპოვეს, რომლის კუჭში 100 კილოგრამზე მეტი ნაგავი აღმოაჩინეს.

ახალგაზრდა ძუძუმწოვარი 26 ტონაზე მეტს იწონის. წინასწარი ინფორმაციით, ის შიმშილით მოკვდა მას შემდეგ, რაც წყალმა ნაპირზე გამორიყა.

ცხოველის მუცელში დიდი რაოდენობის გაზები დაგროვდა, რომელიც ნაგვის ლპობის შედეგად წარმოიქმნა. გაკვეთის დროს მისი მუცელი ფაქტობრივად "აფეთქდა". კაშალოტის კუჭიდან დიდი რაოდენობით ნაგავი, პლასტმასის ბოთლები, ჭიქები, სათევზაო თოკები და ბადეები ამოიღეს.

შოტლანდიის ნაპირზე გამორიყული ზღვის ცხოველების სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, ნაგავი ოკეანეში არ ჩააგდონ, რადგან ეს წყლის ბინადრების ნაადრევ სიკვდილს იწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system