თავში

დიდ ბრიტანეთში კატა სარკინიგზო სადგურის კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

კატა სარკინიგზო სადგურის
დიდ ბრიტანეთში კატა სარკინიგზო სადგურის კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

კატა სახელად პოლი დიდ ბრიტანეთში სარკინიგზო სადგურ ლივერპულ საუთ ფარქვეის კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

რკინიგზის ადმინისტრაციის თქმით, პოლი ჯერ კიდევ კნუტი იყო, როდესაც სადგურზე პირველად გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას სახლი და მზრუნველი პატრონები ჰყავს, კატა 10 წლის მანძილზე სადგურს ყოველ დღე სტუმრობს. თანამშრომლები ხუმრობდნენ, რომ პოლი აქ სამსახურში დადის. ამიტომაც ადმინისტრაციამ ის საბოლოოდ შტატში აიყვანა.

„ჩვენ მოხარულები ვართ, მივიღოთ პოლი კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ის ამას ნამდვილად იმსახურებს. ის თავაზიანია და ყველას ძალიან უყვარს“, - აცხადებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

პოლი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას „Facebook“ საკუთარი გვერდიც აქვს, რომელიც 3 ათასმა ადამიანმა გამოიწერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system