
ავსტრალიაში, კატა, რომელმაც ჩართულ სარეცხის მანქანაში 12 წუთი გაატარა, ცოცხალი გადარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბირმული კატა სახელად ოსკარი სარეცხ მანქანაში, სავარაუდოდ, დასაძინებლად შევიდა. მეპატრონემ, რომელიც თეთრეულს გასარეცხად ამზადებდა, ის ვერ შეამჩნია და სარეცხი მანქანა ჩართო.
კატის პატრონის განცხადებით, მან კატის კნავილი გაიგონა, თუმცა ეგონა, რომ ხმა კარადიდან მოდიოდა. მოგვიანებით, როდესაც კატის ხმა არ შეწყდა, მეპატრონე ხმას მიჰყვა და ნახა რომ მისი ოთხფეხა მეგობარი ჩართულ სარეცხ მანქანაში იჯდა.
კატა სხეულის დაბეჟილობებით ვეტერინარიულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მან რამდენიმე დღე გაატარა.
მისი პატრონის განცხადებით, ოსკარი 7 დღე უგონოდ იყო, თუმცა უკვე სახლში დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.
