
კატალონიის უზენაესმა სასამართლომ რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელს, კიმ ტორას 8 თვის განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
კატალონიის ლიდერს ცესკოს მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.
2019 წლის მარტში ესპანეთის საარჩევნო კომისიამ კიმ ტორას საჯარო დაწესებულებების შენობებიდან სეპარატისტული სიმბოლოების ჩამოხსნისკენ მოუწოდა, რაზეც მან უარი განაცხადა.
მანამდე მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ კატალონიის კიდევ ერთი დაპატიმრებული ლიდერის, ორიოლ ჟუნკერასის შესახებ განცხადება გააკეთა. ევროკავშირის სასამართლო ინსტიტუტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის ლიდერს ევროპის პარლამენტში საკუთარი ადგილის დაკავება არ შეეძლო, მას იმუნიტეტის გარანტიებით უნდა ესარგებლა.
ორიოლ ჟუნკერასი ესპანეთში 2017 წლის ნოემბერში, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გამართული რეფერენდუმის შემდეგ დააკავეს. მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ესპანეთის ხელისუფლებას ორიონ ჟუნკერასისთვის ხელის შეშლა სურდა, მას ევროპის სასამართლოსთის პოლიტიკოსის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით უნდა მიემართა.