თავში

კატამ პატრონი გააღვიძა და სიკვდილს გადაარჩინა

კატამ პატრონი გააღვიძა და
კატამ პატრონი გააღვიძა და სიკვდილს გადაარჩინა

კანადაში კატამ თავისი პატრონი გააღვიძა და ამით მისი სიცოცხლე გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას "CBC" ავრცელებს.

ეს უჩვეულო შემთხვევა 25 აპრილს მოხდა. ცხოველის მეპატრონემ, სკოტ უაითმა, რომელიც ზღვისპირა სოფელში "Portage Cove Saint Philips-ში" ცხოვრობს, საჭმლის გათბობა გადაწყვიტა, გაზქურაზე დადგა და დასაძინებლად დაწვა, რადგან ფიქრობდა, რომ გაღვიძებისას უკვე მზად დახვდებოდა. სკოტს ღრმად ჩაეძინა, დილის 5 საათზე მისი გაღვიძება კატამ დაიწყო. 

"ჩვეულებრივ, ძილის დროს ჯოი არ მაწუხებს, მაგრამ ამ მომენტში ვიგრძენი, რომ იგი ტანზე ამოცოცდა და ჩემს სახეზე სიარული დაიწყო"-, ამბობს სკოტი. 

სკოტის გაღვიძების შემდეგ კატა გაუჩინარდა, მან კი სახლის შემოწმება გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ სამზარეულო კვამლში იყო გახვეული. 

კატა სკოტთან ერთად 2017 წლიდან ცხოვრობს. ცხოველი მან ტორონტოში მდებარე თავშესაფრიდან აიყვანა. ჯოის თავშესაფარში ყოფნისას პატრონი დიდი ხნის მანძილზე არ გამოუჩნდა და მის დაძინებასაც კი აპირებდნენ, როცა სკოტმა გადაარჩინა და საცხოვრებლად მის სახლში წამოიყვანა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system