თავში

კატარში ქართული კულინარიის დღეები გაიმართა

კატარში ქართული კულინარიის დღეები გაიმართა
კატარში ქართული კულინარიის დღეები გაიმართა

კატარში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ქართული კულინარიის დღეები გაიმართა. კატარის სახელმწიფოს სპეციალურად ამ დღეებისთვის შეფ-მზარეული ალექსანდრე უგრეხელიძე ეწვია. მან დოჰას ცენტრალურ პარკში 1-3 დეკემბერს კულინარიული მასტერ კლასები გაიმართა, სადაც მზარეულმა სხვადასხვა ქართული კერძი მონაწილე სტუმრების თანდასწრებით მოამზადა. 

დამთვალიერებელმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ასევე ქართული კულინარიის ისტორიისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კერძების შესახებ მიიღო ინფორმაცია. სტუმრებმა ქართული კერძები დააგემოვნეს. 

ქართული კულინარიის დღეების ფინალურ შოუში ქართველ შეფ-მზარეულთან ერთად ქართული კერძები ცნობილმა კატარელმა შეფ-მზარეულმა აიშა ალ თამიმიმაც მოამზადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system